გერმანიამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს 5 მილიონი ევრო გამოუყო
ishr_online2023-07-24T08:43:00+02:00გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომისაგან დაზარალებული საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ხუთი მილიონი ევრო გამოუყო. პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია 2023 წლის 18 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, სადაც გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა. პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და