უპრეცედენტო საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

თბილისში, გაიმართა უპრეცედენტო სემინარი თემაზე „მას-მედია, აზრის ფორმირება, ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. სემინარი არის საერთაშორისო პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირების დამყარებას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სემინარის მოდერატორი გახლდათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების  (ISHR – IGFM) საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტი ავთანდილ დავითაია, სემინარის რეფერანტ/ლექტორი თემურ ჩილაჩავა და პროექტის ასისტენტ/კოორდინატორი გენადი კაუნოვი (წარმომადგენელი მოლდოვის სექციიდან), პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: ავთანდილ დავითაია, გიორგი მიქავა და გიორგი ფაცაცია.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს: ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა, წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა და სტუდენტებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ცხუმ-აფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტმა. სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო 25 წარმომადგენელმა, სულ 32 მონაწილე. განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ სემინარზე დასასწრებად ოკუპირებული რეგიონებიდან (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან) ჩამოვიდნენ ახალგაზრდა წარმომადგენლები მიუხედავად იმ პრობლემებისა,  რაც მათ შეუქმნეს ე.წ. მესაზღვრეებმა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა ჩაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები. სემინარზე რეფერენტ / ლექტორმა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა თემურ ჩილაჩავამ, წარმოადგინა მოხსენება მასმედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, საინფორმაციო ომის წარმოება, ე.წ. „ტროლებისა და ბოტების“ საქმიანობაზე. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის მოხსენებაში არსებულ თემებზე.

სემინარი, რომელიც დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, განსაკუთრებით შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში და ე. წ. სამხრეთ ოსეთში. მონაწილეები რომლებიც ჩამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განაცხადეს, რომ ირღვევა ყველა ძირითადი საკითხი რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. კერძოდ: უფლება სიცოცხლეზე, უფლება გადაადგილებაზე, უფლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება, აგრეთვე ილახება მათი უფლებები იყვნენ დასაქმებულები. ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობა აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობს შიშის და სტრესის ქვეშ.

კონფერენციაზე მონაწილეთა უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, მონაწილეებმა გამოთქვეს უკმაყოფილება სიუჟეტზე რომელიც გავიდა გერმანიის ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც საუბარი იყო თითქოს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს სიცრუეს და დეზინფორმაციას. მონაწილეები ასევე შეეხნენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს. სემინარზე სიტყვით გამოვიდა სექციის პრეზიდენტი ავთანდილ დავითაია, პროექტის ასისტენტ/კოორდინატორი გენადი კაუნოვი (წარმომადგენელი მოლდოვის სექციიდან), აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, ცხუმ-აფხაზეთის აკადემიის პრეზიდენტი – ოთარ ჟორდანია. ასევე მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი წარმოდგენილ მოხსენებაზე.

დისკუსია აღნიშნულ თემაზე იყო ძალზე პროდუქტიული და მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისათვის.

მონაწოლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს მჭიდროდ ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების  (ISHR – IGFM) საქართველოს ეროვნულ სექციასთან.

კონფერენციის ვიდეოსიუჟეტი იხილეთ შემდეგ მისამართზე:

უპრეცედენტო საერთაშორისო კონფერენცია

უპრეცედენტო საერთაშორისო კონფერენცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR- IGFM) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით – ადამიანის უფლებები და ინფორმაციული ომები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იქ მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.

Gepostet von აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი am Mittwoch, 7. August 2019